вторник, 5 мая 2015 г.

პროექტის პორტფოლიო

ინტელის პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
გურანდა ქარდავა
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
ხოფურის საჯარო სკოლა


თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ცოტა რამ მიუზიკლის შესახებ,,ვერის უბნის მელოდიები“
თემის შინაარსი
როგორ მოვისმინოთ მიუზიკლი.როგორ აღვიქვათ მისი შინაარსი და მუსიკალურობა.როგორი მიმდინარეობაა.
საგანი
მუსიკა
დონე/კლასი  
V კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 დღე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
 V.1.ნაცნობ სიმღერას უცვლის ტექსტს;
V.2. მღერის მარტო,წყვილში,გუნდში ერთ- და ორხმიან სიმღერებს ხალხური/კლასიკური რეპერტუარიდან
V.5. აქტიურადაა ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში;
V.7. ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას;იყენებს მუსიკალურ ტერმინებს საუბრის დროს;
V.9. ხელს არ უშლის კინოფილმის მსვლელობას;კორექტულია აზრის გამოთქმის,ნაწარმოების განხილვის დროს;
V.11.ახასიათებს ხელოვნების დარგებს და ასახელებს მათთან დაკავშირებულ პროფესიებს;ასახელებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებს;
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
გაკვეტილების მიმდინარეობის პროცესში/ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას,მსჯელობას,ფილმის ნახვით/მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილების ურთიერთგაზიარებას,იმღერებენ,თავადაც,,შეთხზავენ“მელოდიას,გაიხსენებენ სანოტო ანბანს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რა იცით მიუზიკლის შესახებ?

თემატური კითხვები
Ø  ჩამოთვალეთ  თქვენთვის ცნობილი მიუზიკლები?
Ø  რა ვიცით მიუზიკლის ცნობლ შემსრულებლებზე?
შინაარსობრივი კითხვები
Ø  რატომ დაიწერა ,,ვერის უბნის მელოდიები“
Ø  რომელი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ მიუზიკლში?